воскресенье, 5 апреля 2015 г.

ტრენინგის შეჯამება

  ტრენინგი ,,ინტელის ძირითადი სასწავლო კურსი" ძალიან საინტერესო და ბევრის მომცემია. გავეცანით 21-ე საუკუნისთვის დამახასიათებელ კომპიუტერულ უნარ-ჩვევებს, რომელიც მასწავლებელს ხელს შეუწყობს, რომ იყოს თანამედროვე და მოტივირებული. ვისწავლეთ ბლოგის შექმნა და მათი განთავსება საიტზე.
   დიდი მადლობა ქალბატონ ქეთევანს გაწეული უდიდესი შრომისთვის. 
ქალბატონ ქეთევანს წარმატებები!!!

ტრენინგის მეცხრე დღე

დღე დაიწყო გამეორებით, გავიხსენეთ განვლილი მასალა. ტრენინგის თითოეულმა მონაწილემ წარადგინა თავისი პროექტი.  ვისწავლეთ ბლოგის დამატება, შექმნა, დათვალიერება, შენახვა და წაშლა. ვისწავლეთ ბლოგში საათის ალბომის და ვიდეოს ატვირთვა. 

суббота, 4 апреля 2015 г.

ტრენინგის მერვე დღე

 დღევანდელი დღე იყო ძალიან დატვირთული და ნაყოფიერი. გავიმეორეთ წინა დღის მასალა, გადავხედეთ პროექტის გეგმას,შემდეგ ვიმუშავეთ ფასილიტაციის რესურსების შექმნაზე. გადავხედეთ ჩვენს პორტფოლიოს და მოვაწესრიგეთ. ვისწავლეთ პორტფოლიოს ატვირთვა ბლოგზე LINK-LIST-ის მეშვეობით.