воскресенье, 5 апреля 2015 г.

ტრენინგის შეჯამება

  ტრენინგი ,,ინტელის ძირითადი სასწავლო კურსი" ძალიან საინტერესო და ბევრის მომცემია. გავეცანით 21-ე საუკუნისთვის დამახასიათებელ კომპიუტერულ უნარ-ჩვევებს, რომელიც მასწავლებელს ხელს შეუწყობს, რომ იყოს თანამედროვე და მოტივირებული. ვისწავლეთ ბლოგის შექმნა და მათი განთავსება საიტზე.
   დიდი მადლობა ქალბატონ ქეთევანს გაწეული უდიდესი შრომისთვის. 
ქალბატონ ქეთევანს წარმატებები!!!

ტრენინგის მეცხრე დღე

დღე დაიწყო გამეორებით, გავიხსენეთ განვლილი მასალა. ტრენინგის თითოეულმა მონაწილემ წარადგინა თავისი პროექტი.  ვისწავლეთ ბლოგის დამატება, შექმნა, დათვალიერება, შენახვა და წაშლა. ვისწავლეთ ბლოგში საათის ალბომის და ვიდეოს ატვირთვა. 

суббота, 4 апреля 2015 г.

ტრენინგის მერვე დღე

 დღევანდელი დღე იყო ძალიან დატვირთული და ნაყოფიერი. გავიმეორეთ წინა დღის მასალა, გადავხედეთ პროექტის გეგმას,შემდეგ ვიმუშავეთ ფასილიტაციის რესურსების შექმნაზე. გადავხედეთ ჩვენს პორტფოლიოს და მოვაწესრიგეთ. ვისწავლეთ პორტფოლიოს ატვირთვა ბლოგზე LINK-LIST-ის მეშვეობით.

воскресенье, 29 марта 2015 г.

ტრენინგის მეშვიდე დღე

გავიმეორეთ წინა დღის მასალა. გავეცანით პროექტის გეგმაში ყველა მოსწავლის საჭიროებების გათვალისწინების აუცილებლობას ასეთი მოსწავლეების არსებობის შემთხვევაში. გავეცანით ჰოვარდ გარდნერის მრავალმხრივ ინტელექტის ეტაპებს. თუ როგორ გავითვალისწინოთ ისინი პროექტის მსვლელობისას, აგრეთვე გავეცანით ფსიქოლოგთა მიერ შემუშავებულ ბავშვთა ფსიქოტიპებს.

суббота, 28 марта 2015 г.

ტრენინგის მეექვსე დღე

გავიმეორეთ წინა დღის მასალა. განვლილი მასალის გამეორების შემდეგ გადავედით მოსწავლის პრეზენტაციის განხილვაზე. გავეცანით მოსწავლის შეფასების რუბრიკებს. გზამკვლევიდან გადავხედეთ გეგმის წერის სტილს.

воскресенье, 22 марта 2015 г.

ტრენინგის მეხუთე დღე

დღე დაიწყო გამეორებით. გადავხედეთ ჩვენს საქაღალდეებს. გავეცანით საავტორო უფლებებსა და ლიტერატურის გამოქვეყნებას, შევისწავლეთ და ერთმანეთს გავუკეთეთ კომენტარები ბლოგზე. შევქმენით მოსწავლის ბლოგი და  ვიმუშავეთ გაჯეტების შექმნაზე, ვისწავლეთ სურათის ატვირთვა, 

суббота, 21 марта 2015 г.

ტრენინგის მეოთხე დღე

გავიმეორეთ წინა მასალა - პროექტის გეგმის შედგენა, გავეცანით შეფასების სხვადასხვა მეთოდებს, გავეცანით დროში გაწერილ შეფასების გეგმას, ვიმუშავეთ powerpoint-ში პროექტის პორტფოლიოს  პრეზენტაციისთვის შევქმენით სლაისი, შემდეგ ვიმუშავეთ ბლოგში: ვისწავლეთ ბლოგის სათაურის შეცვლა, დიზაინის შეცვლა, სურათის ჩასმა, ბლოგის წაშლა-აღდგენა.