воскресенье, 29 марта 2015 г.

ტრენინგის მეშვიდე დღე

გავიმეორეთ წინა დღის მასალა. გავეცანით პროექტის გეგმაში ყველა მოსწავლის საჭიროებების გათვალისწინების აუცილებლობას ასეთი მოსწავლეების არსებობის შემთხვევაში. გავეცანით ჰოვარდ გარდნერის მრავალმხრივ ინტელექტის ეტაპებს. თუ როგორ გავითვალისწინოთ ისინი პროექტის მსვლელობისას, აგრეთვე გავეცანით ფსიქოლოგთა მიერ შემუშავებულ ბავშვთა ფსიქოტიპებს.

суббота, 28 марта 2015 г.

ტრენინგის მეექვსე დღე

გავიმეორეთ წინა დღის მასალა. განვლილი მასალის გამეორების შემდეგ გადავედით მოსწავლის პრეზენტაციის განხილვაზე. გავეცანით მოსწავლის შეფასების რუბრიკებს. გზამკვლევიდან გადავხედეთ გეგმის წერის სტილს.

воскресенье, 22 марта 2015 г.

ტრენინგის მეხუთე დღე

დღე დაიწყო გამეორებით. გადავხედეთ ჩვენს საქაღალდეებს. გავეცანით საავტორო უფლებებსა და ლიტერატურის გამოქვეყნებას, შევისწავლეთ და ერთმანეთს გავუკეთეთ კომენტარები ბლოგზე. შევქმენით მოსწავლის ბლოგი და  ვიმუშავეთ გაჯეტების შექმნაზე, ვისწავლეთ სურათის ატვირთვა, 

суббота, 21 марта 2015 г.

ტრენინგის მეოთხე დღე

გავიმეორეთ წინა მასალა - პროექტის გეგმის შედგენა, გავეცანით შეფასების სხვადასხვა მეთოდებს, გავეცანით დროში გაწერილ შეფასების გეგმას, ვიმუშავეთ powerpoint-ში პროექტის პორტფოლიოს  პრეზენტაციისთვის შევქმენით სლაისი, შემდეგ ვიმუშავეთ ბლოგში: ვისწავლეთ ბლოგის სათაურის შეცვლა, დიზაინის შეცვლა, სურათის ჩასმა, ბლოგის წაშლა-აღდგენა.



воскресенье, 15 марта 2015 г.

ტრენინგის მესამე დღე

დღე ძალიან ნაყოფიერი იყო. გავიმეორეთ წინა დღის მასალა. ვიმუშავეთ პროექტების გეგმაზე და ვისწავლეთ სტანდარტი საგნების მიხედვით. ვისწავლეთ მიზნის განსაზღვრა, ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვების გააზრება. ვისწავლეთ ფაილის დარქივება და შემდგომ ჩვენს ელექტრონულ ფოსტაზე ატვირთვა. ვიმუშავეთ და განვახლეთ ბლოგი. ვისწავლეთ ბლოგის დიზაინის შეცვლა.



                                                                               

суббота, 14 марта 2015 г.

ტრენინგის მეორე დღე

მიმოვიხილეთ საშინაო დავალება. გავიმეორეთ წინა დღის მასალა. ტრენინგის დახმარებით გავიხსენეთ WORD-ის ინსტრუმენტების გამოყენება. ვისწავლეთ ბუკლეტების დამზადება, რაც ძალიან საინტერესოა. უნდა ავღნიშნო, რომ სარეკლამო ბუკლეტების დამზადებამ ეფექტი მოახდინა ჩემზე და ვაპირებ აუცილებლად გამოვიყენო სასწავლო პროცესში.

суббота, 7 марта 2015 г.

ტრენინგის პირველი დღე

ტრენინგის პირველ დღე დაიწყო ერთმანეთის გაცნობით, დღის წესრიგისა და საორგანიზაციო საკითხების განხილვის შემდეგ გავეცანით ინტელის ძირითად კურსს. გავეცანით 21-ე საუკუნის უნარ- ჩვევებს, რომელიც დაგვეხმარება სასწავლო პროცესის წარმართვაში. აგრეთვე შევქმენით ჩვენი ბლოგი.